ახალი პროექტი დაბრუნებული მიგრანტებისათვის

2017 წლის აპრილის თვიდან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ფონდ „აფხაზინტერკონტმა“ დაიწყო პროექტის განხორციელება: „იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი, ქვემო სვანეთში და სამეგრელო, ზემო სვანეთში“ დაბრუნებული მიგრანტებისათვის–ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“.

პროექტის მიზანია:

ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრის, შემოსავლის გაჩენის, ეფექტიანი მხარდაჭრის გარემოსა და სამშობლოში ჯანსაღი რეინტეგრაციის მდგრადი საფუძველის შექმნის ხელშეწყობა დაბრუნებული მიგრანტებისათვის.

ემიგრაციიდან დაბრუნებული მიგრანტების შესაძლებლობების, საჭიროებებისა და მოთხოვნების გამოვლენა– ანალიზი, გენდერული მიდგომების პრიციპების დაცვით;
შემოსავლების წყაროებისა და საქმიანი – ინიციატივების, ახალი შესაძლებლობების გამოვლენა, მათი მხარდაჭერა, საჭირო უნარ-ჩვევების ათვისებაში ხელშეწყობა, თემატური ტრენინგ–სემინარების და კონსულტირების მეშვეობით;
სოციალური პროექტების ხელშეწყობა, მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი პროექტების დაფინანსება.
ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაცია, ახალ მოთხოვნებთან ადაპტაცია და საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად დაბრუნება;
ბენეფიციართა ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრა/მოგვარებაში დახმარება სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსებით, ასევე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსის შეთავაზებით.
ბენეფიციართა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვაში დახმარების გაწევით.