გამგეობის თავჯდომარის წინასიტყვაობა
„ზრუნვა, რწმენა და შრომა, კეთილდღეობისათვის!“
ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC), არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილებით, რომელიც დაფუძნებული და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებულია – 1998 წელს.
ორგანიზაციის შექმნა განაპირობა იმ ადამიანთა საქმისადმი ერთგულებამ, რომლებიც დაიტერესებული არიან, საზოგადოების, განსაკუთრებით შეჭირვებული (მარგინალური ჯგუფების) მოსახლეობის, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა თანადგომით, არსებული უმწვავესი პრობლემების – სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირის დაძლევით, საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაში საკუთარი წვლილის შეტანით.
ქვეყნაში მიმდინარე რადიკალური ტრანსფორმაციის, რეფორმების და განვითარების პროცესებში, ორგანიზაცია ყოველთვის პრინციპულად იცავდა თავის შეხედულებებს, სახელისუფლო და სხვა სტრუქტურების წინაშე, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ადამიანთა უფლებების, ინტერესების დაცვის და გაძლიერების საკითხებში.
ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადად პრინციპებს წარმოადგენს – პროფესიონალიზმი, ადამიანებზე ზრუნვა, მომსახურების მაღალი დონე, შედეგზე ორიენტირებული საქმიანობა და გაწეული საქმიანობის გამჭირვალობა.
დღეისათვის, ორგანიზაციის საქმიანობის გეოგრაფიული არეალი მოიცავს დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონს: იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო.
ეკონომიკური განვითარების პროგრამა წარმატებულად აგრძელებს მუშაობას დევნილთა და ადგილობრივ შეჭირვებულ მოსახლეობაში–მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, მათი ინტერესების დაცვის მიმართულებით, სადაც სიღარიბის დაძლევა და ადგილობრივ თემებში სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაცია, პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება. შემოსავლების გენერირების პროგრამა, ერთ–ერთი მდგრადი და მრავლის მომცველი გახდა, რისი ხელშეწყობითაც, ათეული და ასეული ბენეფიციარი აძლიერებს საკუთარ ბიზნესს.
ბოლო ათწლეულში დატვირთვით ამოქმედდა სოფლის მეურნეობის განვითარების და ხელშეწყობის პროგრამა. რეგიონის მაღალმთიან და დაბალ ზონაში 800–ზე მეტმა წვრილმა ფერმერმა ისარგებლა ჩვენი მომსახურებით და 345–მა, დანერგა ახალი სასოფლო ტექნოლოგია, გაეცნო სოფლის მეურნეობის ახალ მიღწევებს და მომგებიან დარგობრივ მიმართულებებს.
ეფექტურად მუშაობს თანამედროვე ტიპის ფერმერთა მომსახურების საინფორმაციო საკონსულტაციო რესურს – ცენტრები ქ. ამბროლაურში და ქ.ცაგერში, რომლებიც ექსტენციის ცენტრების სახეს ღებულობენ. ორგანიზაციამ სოფლის მეურნეობის დარგში, მოამზადა და გამოსცა 28 საინფორმაციო ბროშურა და ბუკლეტი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთი დარგების, სფეროების განვითარებაში, როგორიცაა: მეცხოველეობა, კენკროვანი კულტურების წარმოება, მებოსტნეობა და სასათბურე მეურნეობა.
როგორც ცნობილია, სოციალურმა მეწარმეობამ საქართველოში საკმაოდ დაიმკვიდრა ადგილი. ჩვენმა ორგანიზაციამ ორი წელია, რაც შექმნა სოციალური საწარმო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, სადაც წარმატებით მიმდინარეობს ეკოლოგიურად ჯანსაღი ბისტნეული და კენკროვანი კულტურების მოვლა–მოყვანა, წარმოება და გადამუშავება. საწარმოში დასაქმებული არიან აგრო–სპეციალისტები და მოწყვლადი ოჯახები.
სფეროს განვითარებისა და გაძლიერების კუთხით, ძალზედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციის საგარეო კავშირები და პარტნიორები. 2010 წლიდან „აფხაზინტერკონტი“ გაცვლით ვიზიტებს ახორციელბს და პარტნიორობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა – ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია “Nesehnuty”, უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაცია “Ykraina, Polsha, Germania“, პოლონეთის მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია KSWP.
„აფხაზინტერკონტი“ არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელების (R-CSN) და საქართველოს დევნილთა ქსელ „სინერგია“ –ს წევრი ორგანიზაცია.
მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩვენი სერვისების მიმღებ ადამიანებს, ბენეფიციარებს, ყველა დონორს, პარტნიორს, კოლეგას, ვინც მხარი დაგვიჭირა, თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობებების წარმატებებში, მის განვითარებაში და გავუზიარო ორგანიზაციის ბენეფიციართა მადლიერება, მიღებული მხარდაჭერისა და მომსახურებისათვის.
საუკეთესო სურვილებით,
მომავალში კიდევ უფრო და უფრო დიდი წარმატებების მიღწევის რწმენითა და იმედით!
ფონდ „აფხაზინტერკონტის“
გამგეობის თავჯდომარე არჩილ ელბაქიძე