პროექტი – „ სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება – სასოფლო სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერითა და ხარისხიანი მომსახურებით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში“ ( SDC-AIC-UNDP )

პროექტი – „ სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება – სასოფლო სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერითა და ხარისხიანი მომსახურებით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში“ ( SDC-AIC-UNDP )
პროექტის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოში ( UNDP ) პარტნიორმა ორგანიზაციამ რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში, ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ (AIC) 2021 წლის 2 აპრილს ქ. ამბროლაურში, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის რეგიონალურ სააგენტოს და სააგენტოს მუნიციპალურ საინფორმაციო – საკონსულტაციო ცენტრებს (ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, ცაგერის ) ფერმერთა ხარისხიანი მომსახურებისათვის პროექტის ფარგლებში გადასცა როგორც საოფისე, საველე პორტატული ტექნიკა და მოწყობილობები, ასევე, COVID – 19 ინფექციის გავრცელების პრევენციის საშუალებები.
ექსტენციონისტებს დაურიგდათ ლეპტოპები და პლანშეტები, ექსტენციის ცენტრები აღიჭურვა საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით, პორტატული პრინტერებითა და სხვა საოფისე მოწყობილობებით.
გადაცემული ტექნიკა და აღჭურვილობები ექსტენციონისტებს დაეხმარებათ ფერმერების ხარისხიან მომსახურებაში როგორც ოფისებში კონსულტაციების დროს, ასევე საველე პირობებში ვიზიტებისას;
ტექნიკის გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ: მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბატონი პაპუნა მარგველიძე, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ლაშა შალამბერიძე, ფონდი ‘’აფხაზინტერკონტი’’-ის გამგეობის თავმჯდომარე- არჩილ ელბაქიძე, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსი- ანა კანთელაძე, ფონდი ‘’აფხაზინტერკონტის’’ პროექტის (SDC-AIC – UNDP-) კოორდინატორი- თამარ ელბაქიძე და რეგიონის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები.
ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ განახლებული ექსტენციის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
მისი განმარტებით, განახლებული ექსტენციის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დარგობრივი ცოდნის გაზიარებას და აგრარული მიმართულებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ციფრული პლატფორმის საშუალებით, ექსტენციონისტი მოახდენს ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას. ფერმერებს საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ ელექტრონული ბიბლიოთეკით (elibrery.mepa.gov.ge) და სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი ქსელის მონაცემებით.
პროექტი – „ სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება – სასოფლო სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერითა და ხარისხიანი მომსახურებით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში“, წარადგინა ფონდ „აფხაზინტერკონტის“ გამგეობის თავმჯდომარემ, არჩილ ელბაქიძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის და მომავალი გეგმების საკითხებს.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ, შეხვედრა წარმოადგენდა ჯანსაღი თანამშრომლობის კლასიკურ მაგალითს საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის.
პროექტი – ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება (ფაზა II )“ – ფარგლებში, რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (With the financial support of the Swiss Agency for Development and Cooperation ) SDC – მიერ.