რაჭა – ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი – ფონდი „აფხაზინტერკონტი“ ეტაპობრივად გაგაცნობთ რაჭა – ლეჩხუმის და ქვემო სვანეთში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა ( სსო ) და სათემო კავშირებს!

რაჭა – ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი – ფონდი „აფხაზინტერკონტი“ ეტაპობრივად გაგაცნობთ რაჭა – ლეჩხუმის და ქვემო სვანეთში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა ( სსო ) და სათემო კავშირებს!
გთხოვთ გაეცნოთ სამოქალაქო ორგანიზაცია “რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდს”.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონულმა ჰაბმა, ფონდ “აფხაზიბტერკონტმა” – ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში მოქმედი CSO და CBO ორგანიზაციებისთვის , მოამზადა და დაბეჭდა ინდივიდუალური საინფორმაციო ფლაიერები. რომლებშიც განთავსებულია ორგანიზაციების მისია, მიზანი, საქმიანობის სფერო და საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ინდივიდუალური საინფორმაციო ფლაიერების გამოცემის მიზანია, რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებრივი და სათემო ირგანიზაციების ცნობადობის, მათი საქმიანობის პრეზენტაციის შესაძლებლობების გაზრდა, სამოქალაქო საზოგადოებისათვის, რეგიონში მუშაობის მსურველი ქართული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე.
ფლაიერები მომზადდა და დაიბეჭდა პროექტ – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა ფარგლებში“.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.