რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის საქმიანობას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ფონდი „აფხაზინტერკონტი“(AIC) ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის საქმიანობას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ფონდი „აფხაზინტერკონტი“(AIC) ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
ჰაბი წარმოადგენს რეგიონულ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლას. კერძოდ, ჰაბი უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში, წარმართავს ადგილობრივ აქტორებთან (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თვითმმართველობა, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, მოხალისეები, ახალგაზრდები და სხვ.) კომუნიკაციას კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით, ხელს უწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას და მათი როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.
პროექტის და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ :
593 15 13 35 – თამარ ელბაქიძე;
568 35 74 47 – ქრისტინა მუსერიძე;
ეწვიეთ FB გვერდი – NGO AIC ფონდი „აფხაზინტერკონტი“;
ელ.ფოსტა: info@aic.org.ge
სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათი – პარასკევი (10:00 – 18:00)