რეგიონული ჰაბი – ფონდი “აფხაზინტერკონტი” პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE)

რეგიონული ჰაბი – ფონდი “აფხაზინტერკონტი”

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE) ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 10 რეგიონული ჰაბი. ფონდი „აფხაზინტერკონტი“ კი წარმოადგენს ჰაბს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონულ დონეზე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების ეფექტიანობას და მდგრადობას, ასევე, გამოცდილების გაზიარებასა და რეგიონული ქსელების ხელშეწყობას. აღნიშნული თავის მხრივ გულისხმობს:

  • პროექტის დაგეგმილი და ჩატარებული საქმიანობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში;
  • ადგილობრივ აქტორებთან (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები, თვითმმართველობა,ბიზნესი, მედია) კომუნიკაციის ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის კონსულტაციებს, ქსელურმუშაობას, ადვოკატირებასა და მონიტორინგს;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიებში მონაწილეობას (ფორუმები, კონკურსები, და ა.შ.). ეს ღონისძიებები მიმართულია როგორც სხვადასხვა ადგილობრივი აქტორებზე, ასევე ფართო საზოგადოებაზე;
  • ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებისაკენ მიმართული საქმიანობების განხორციელებას, მათ შორის ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარებას.

პროექტის ფარგლებში, ფონდი „აფხაზინტერკონტი“ მზად არის დამატებით მოგაწოდოთ ინფორმაცია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების, პროექტების, ტრენინგების, საგანმანათლებლო კურსებისა და თქვენთვის სასარგებლო სერვისების შესახებ.

ასევე, გაგიწიოთ კონსულტაცია გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით:

კონსულტაციები გაიცემა როგორც რეგიონული ჰაბის ოფისში, მისამართზე: ქ. ამბროლაური, დ. აღმაშენებლის #24

ისე, ტელეფონის საშუალებით (ზარი უფასოა):

+995 593 15 13 35 – თამარ ელბაქიძე;

+995 599 176 172 – ბესარიონ მურუსიძე;

+995 568 357 447 – ქრისტინა მუსერიძე;

+995 558 202 111 – ივეტა თვალჭრელიძე;

➤ სსო-სა და სათემო კავშირებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, მოხალისეებს, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ პროექტის ფარგლებში შექმნილი, ტექნიკურად აღჭურვილი, კომფორტული სამუშაო ოთახით, მისამართზე: რეგიონული ჰაბის ოფისი, ქ. ამბროლაური, დ. აღმაშენებლის ქუჩა # 24 (II სართული)

დაჯავშნა შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით (ზემოთ მოცემულ ნომრებზე).

➤ რეგიონის მაცხოვრებლებს, სახელისუფლო სტრუქტურებს, რეგიონში მუშაობით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გთავაზობთ ინფორმაციას (ქართულ/ინგლისურ ენებზე) რეგიონში მოქმედი არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების და სათემო კავშირების შესახებ, მუნიციპალიტეტების მიხედვით;

➤ რეგიონულ დისკუსიებს, ტრენინგ-სემინარებს სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობაზე და მის როლზე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში;

➤ ახალგაზრდების მოხალისეობრივი პრინციპების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრებს ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის “დროის ბანკის” შესახებ (https://edec.timerepublik.com/

HUB-AIC

ბროშურა