სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება – სასოფლო სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერითა და ხარისხიანი მომსახურებით

ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC)
რაჭა, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ახორციელებს პროექტს – „ სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება – სასოფლო სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერითა და ხარისხიანი მომსახურებით“.
პროექტის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რეგიონის სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისა და ფერმერთა საკონსულტაციო საბჭოების წევრებისათვის, ჩატარდა ონლაინ/ტრენინგები თემებზე: “სოფლის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და ევროპული გამოცდილება” ; “სურსათის უვნებლობა – ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და საქართველოს რეალობა” , რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა, რა უნდა იცოდეს ფერმერმა ამ ვალდებულებების, სტანდარტების და მოთხოვნების შესახებ;
პროექტი ხორციელდება: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში ( UNDP ) პროექტის – „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ – ფარგლებში
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ( SDC ) – ფინანსური მხარდაჭერით