ფონდი “აფხაზინტერკონტის” (AIC) მიერ, მიმდინარე პროექტის ფარგლებში (SDC-AIC-UNDP) რაჭა -ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში

ფონდი “აფხაზინტერკონტის” (AIC) მიერ, მიმდინარე პროექტის ფარგლებში (SDC-AIC-UNDP) რაჭა -ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, საჯარო სკოლის ბაზებზე, შექმნილია აგროკლუბები: „ჯადოსნური კენკრა’’ და „ონელი ფუტკრები“.
აღსანიშნავია, რომ რეგიონის სკოლებში აგრარული მიმართულებების აგროკლუბების შექმნა მნიშვნელოვანი სიახლეა რეგიონისათვის.
აგროკლებების შექმნის მთავარი მიზანია მოსწავლე/ახალგაზრდების აქტიური ჩართვა სოფლისა და სოფლის მეურნობის დარგების განვითარებასა და ბიოპროდუქციის წარმოების პოპულარიზაციაში.
სკოლის ასაკის მოსწავლეების აქტიური ჩართულობის გაზრდა, ხელს შეუწყობს მათ სწორ პროფორიენტაციას მომავალი პროფესიების შერჩევის პროცესში, რითაც გაიზრდება პოტენციალი მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და შექმნან გამართული , შემოსავლიანი მეურნეობა როგორც სკოლის ბაზაზე, ასევე საკუთარ, შიდა მეურნეობაში.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) პროექტის – „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ – ფარგლებში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის – სამხრეთ კავკასიაში (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება.