ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC) რაჭა, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ახორციელებს პროექტს

ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC)
რაჭა, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ახორციელებს პროექტს – „ სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება – სასოფლო სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერითა და ხარისხიანი მომსახურებით“.
პროექტის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რეგიონის სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისა და ფერმერთა საკონსულტაციო საბჭოების წევრებისათვის, ჩატარდა ონლაინ/ტრენინგები თემებზე: “კონფლიქტების მართვა” ; “ეფექტური კომუნიკაცია”.
პროექტი ხორციელდება: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში ( UNDP ) პროექტის – „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ – ფარგლებში
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ( SDC ) – ფინანსური მხარდაჭერით