ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC) რაჭა – ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში (2021 – 2022 30.06. ) ახორციელებს პროექტს

ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC) რაჭა – ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში (2021 – 2022 30.06. ) ახორციელებს პროექტს – „ სოფლად მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდა და მათი ცხოვრების დონის ამაღლება – სასოფლო / სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერითა და ხარისხიანი მომსახურებით.
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ – ფარგლებში, რომელიც ფინანსურად მხარდაჭერილია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC)– მიერ.
მიმდინარე პროექტი, მიზნად ისახავს:
- ხელი შეუწყოს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სოფლის მეურნეობის განვითარებაში ინოვაციური სისტემების განვითარებას და დანერგვას;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობას, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროებში უნარების გაძლიერების გზით.
- ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების (ონლაინ) სოფლის მეურნეობის განვითარებისა და კონსულტაციის სისტემების განვითარებას და დანერგვას;
- პროექტი, ხელს შეუწყობს კარგ სასოფლო/სამეურნეო პრაქტიკას კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრინციპებზე დაყრდნობით. რეგიონის პრიორიტეტული კულტურების ღირებულების ჯაჭვის შექმნას.
პროექტი, ასევე ითვალისწინებს ინოვაციების საგრანტო პროგრამის დაფინანსებას.
ფონდი “აფხაზინტერკონტი” უზრუნველყოფს მუნიციპალურ დონეზე ინოვაციური იდეების საგრანტო პროგრამის დაფინანსებას. იგი გამოაცხადებს ინოვაციური იდეების/წინადადებების მოწოდების კონკურსს სოფლის მეურნეობაში ინოვაციური ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით.
საუკეთესო საპროექტო წინადადებების შესარჩევად და დასაფინანსებლად, პროექტის ფარგლებში 3 ჯერ გამოცხადდება საგრანტო კონკურსი.
წინადადებებს განიხილავს საგრანტო კომიტეტი (UNDP, RDA, AIC და ფერმერთა საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ადგილობრივი დარგობრივი ექსპერტები) და დაფინანსდება 12 ინოვაციური იდეა/წინადადება.
საგრანტო პროგრამის სხვა სახელმძღვანელო მითითებები შემუშავდება საგრანტო კომისიის წევრებთან ერთად, რომელშიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი განათლება.
პროექტის მენეჯმენტის ჯგუფი უზრუნველყოფს სრულ ინფორმირებას გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ.