ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (UNDP/SDC VET)

ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (UNDP/SDC VET) პროექტის ხელშეწყობით, აცხადებს ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამას. პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღება/მხარდაჭერას. საპროექტო იდეები გათვლილი უნდა იყოს სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების, კულტურულ-მექანიზაციურ თუ ტრადიციულ მეთოდოლოგიებში იმგვარი სიახლის შემოტანის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის მიღების პერსპექტივების გაჩენას, მოსავლის მოცულობის ზრდას, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ეფექტური, ტექნიკური, კულტურული ნოვაციების შექმნას და დანერგვას.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ გრანტი (მაქსიმუმ 5,000 ლარი) არ გადმოგეცემათ ფულადი სახით, არამედ გრანტის გამცემი ორგანიზაცია ყიდულობს თქვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქტს, ტექნოლოგიას ან სერვისს). აგრეთვე, ინოვაციური იდეათა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გრანტი ითვალისწინებს განმცხადებლის მხრიდან თანამონაწილეობას (პროექტის საერთო ღირებულების 20%, აქედან 5% ნაღდი ფულით).
აპლიკაციების მიღება ინოვაციურ/ნოვატორულ იდეებზე ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) მიერ, მოხდება ღია კარის კონკურსის პრინციპით 2021 წლის 20 მარტიდან — 2021 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით.
აპლიკაციები შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით tamrielb2017@gmail.com
ან, პირადად მოიტანოთ დალუქული კონვერტით ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) ოფისში,
მისამართზე: ქ. ამბროლაური, დ. აღმაშენებლის #24
იხილეთ, თანდართული ფაილი:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერ ფიზიკურ პირს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ იურიდიულ პირს (ა(ა)იპ, სას/სამ კოოპერატივი, ი/მ, შ.პ.ს. და ა.შ).
სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად გადადით ბმულზე – https://drive.google.com/…/1uEDDtfuNA5BrmFH1Xho…/view…
დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ
ტელეფონებზე: 593 15 13 35 თამარ ელბაქიძე
599 176 172 ბესარიონ მურუსიძე
დამატებითი ინფორმაციებისათვის, პერიოდულად ეწვიეთ ორგანიზაციის face / გვერდს ngo aic ფონდი „აფხაზინტერკონტი“, სადაც მინიშნებული იქნება კონსულტაციის თარიღები.