2019 წლის 3 დეკემბერს, გაიმართა ახალი პროექტის ხელმოწერის ცერემონია, იაპონიის მთავრობასა და ფონდ "აფხაზინტერკონტს" (AIC) შორის.

2019 წლის 3 დეკემბერს, გაიმართა ახალი პროექტის ხელმოწერის ცერემონია, იაპონიის
მთავრობასა და ფონდ "აფხაზინტერკონტს" (AIC) შორის. ხელმოწერის ცერემონიას
დაესწრენ იაპონიის ელჩი საქართველოში ბატონი ტადაჰარუ უეჰარა, საქართველოს
მთავრობის წარმომადგენლები, ქ. ამბროლაურის საკრებულოს თავჯდომარე ბატონი
ასლან საგანელიძე, ამბროლაურის მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე. პროექტი
დაფინასებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის
ფარგლებში და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას და საერთო ჯამში
მდგრად განვითარებას რეგიონში.
პროექტის სახელწოდება: ” შეჭირვებული მოსახლეობის გაუმჯობესებული
მომსახურება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით და აღჭურვილობით მაღალმთიან რაჭაში,
ლეჩხუმში და ქვემო სვანეთის რეგიონში”
პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წლის იანვრიდან, რომლის ფარგლებშიც
შეძენილია სამი მცირე გაბარიტიანი ტრაქტორი თავისი აღჭურვილობით, რომელიც
მოემსახურება ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებს, ფერმერებს,
რომლებიც უმეტესად დაკავებული არიან მევენახეობით და მცირე მიწიან ნაკვეთების
დამუშავებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი შეჭირვებული
მოსახლეობის მომსახურებას, რომლებიც უანგაროდ ისარგებლებენ სასოფლო
სამეურნეო ტექნიკით და აღჭურვილობით. ფერმერთა მომსახურების რესურს
ცენტრთან შეიქმნა მექანიზაციის მომსახურების ცენტრი,