პროექტი "ზრდა"

 

 მერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი "ზრდა" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში.

პროექტი ანხორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.

პროექტი მოიცავს ადმინისტრაციულ საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებს საქართველოს რეგიონებში.  კერძოდ, პროექტი „ზრდა“ სამეგრელოში მოიცავს ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებს:

  • შამგონა, რუხი, კოკი, ორსანტია, ჩხორია, განმუხური, რიყე, დარჩელი, ანაკლია, ცაიში, ახალი აბასთუმანი
  • მუჟავა, ფახულანი, ლია, ჭალე, ჯვარი

"აფხაზინტერკონტი" აღნიშნული თემების ბიზნესებს თავაზობს შემდეგ მომსახურებებს პროექტის თანადაფინანსებით:

  • საკრედიტო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და დაფინანსების მოძიება;

  • დახმარება ბიზნეს გეგმის და საინვესტიციო წინადადებების შემუშავებაში;

  • საქმიანობის ფინანსური ანალიზი;

  • მარკეტინგული გეგმის შემუშავება; 

  • იურიდიული მომსახურება (სამართლებრივი დოკუმენტაციის და ხელშეკრულებების მოწესრიგება);

  • კონსულტაცია აგრონომენეჯმენტში და აგრონომიაში;

დაგვიკავშირდით:  593  307 969, 598  710 777    This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.