Sunday, 28 February 2016 17:15

ტრენინგი ტრენერთათვის

წყალტუბოს ბიზნეს საინფორმაციო ცენტრში (BIC) ფონდი „აფხაზინტერკონტის“ ორგანიზებით სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტრენინგი ტრენერთათვის პროექტის – „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“. ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის ტრენერის კომპეტენცია, ტრენინგის მომზადება და სტრუქტურა, ინტერაქტიული მეთოდები, მსმენელთან ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციების გამოყენება და სხვა. აღნიშნული საკითხების გაცნობა მათ სამომავლოდ გაუადვილებთ ურთიერთობას თემთან და ინფორმაციის სწორად გადაცემის უნარ–ჩვევებს. „ბიზნეს საინფორმაციო ცენტრის” პროექტს ახორცილებს ფონდი „აფხაზინტერკონტი” (AIC) საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან” (CHCA) პარტნიორობითა და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.

ნანახია 1157 ჯერ