Sunday, 28 February 2016 17:35

ფონდ „აფხაზინტერკონტმა“ (AIC) , საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა

2015 წლის 30 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა და ფონდ „აფხაზინტერკონტის“ გამგეობის თავმჯდომარემ ბატონ არჩილ ელბაქიძემ,  ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას.  


      ხელშეკრულების თანახმად  დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს:
   ყოფილ მსჯავრდებულთათვის კონსტრუქციული და საქმიანი ინიციატივების მხარდაჭერის გარემოს შექმნას, დაფინანსებასა და დასაქმების სტიმულირებას.
    იმერეთის, რაჭა, ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ პროექტის მიზნობრივ ბენეფიციარებს, ჩაუტარდებათ საჭირო სწავლებები და კონსულტაციები ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებში. ბიზნეს განაცხადების საფუძველზე მიიღებენ დაფინანსებას,  დაიწყებენ ( გააძლიერებენ) საკუთარ ბიზნესს.
ფონდი  „აფხაზინტერკონტი“ AIC   გილოცავთ,  2016 წლის შობა–ახალ წელს და გისურვებთ   წარმატებებს როგორც პირად, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში!

ნანახია 859 ჯერ