Sunday, 28 February 2016 18:18

„საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროგრამები, პროვაიდერები და მექანიზმები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის“

„საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროგრამები, პროვაიდერები და მექანიზმები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის“ 19 თებერვალს წყალტუბოს ბიზნეს საინფორმაციო ცენტრში სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ სამუშაო შეხვედრა თემაზე: „საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროგრამები, პროვაიდერები და მექანიზმები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის“. შეხვედრის დროს მონაწილეები გაეცნენ პროექტის ფარგლებში მომზადებულ კვლევას – „საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროგრამები, პროვაიდერები და მექანიზმები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის“. მიწოდებული იქნა ინფორმაცია დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროექტების ბაზისა და მისი გამოყენების გზების შესახებ. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის აგრალურ საკითხთა განყოფილების უფროსი და მთვარი სპეციალისტი და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ელკანას წარმომადგენლები, რომლებმაც გააკეთეს თავიანთი საქმიანობის პრეზენტაცია და ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე აქტივობების შესახებ. „ბიზნეს საინფორმაციო ცენტრის” პროექტს ახორცილებს ფონდი „აფხაზინტერკონტი” (AIC) საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან” (CHCA) პარტნიორობითა და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.

ნანახია 699 ჯერ