Thursday, 11 May 2017 10:47

გვირილობა ქუთაისში

2 მაისს, ქ. ქუთაისში ტრადიციული ღონისძიება, გვირილობა გაიმართა. ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ტიპის გასართობ ღონისძიებებთან ერთად, კომპანიებისა და სოციალური საწარმოების მიერ, საკუთარი წარმოებული პროდუქციების გამოფენა – გაყიდვაც მოეწყო.
გამოფენა–გაყიდვაში მონაწილეობა მიიღო ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ (AIC) და წარმოადგინა საკუთარ სოციალურ საწარმოში მოყვანილი პროდუქცია მარწყვის ნაყოფისა და ქოთნებში მოთავსებული მარწყვის ნერგების სახით. პროდუქცია გაიყიდა სიმბოლურ ფასად, გაცემული იქნა კონსულტაციები მარწყვის მოვლა–მოყვანის შესახებ, დარიგდა საინფორმაციო ფლაიერები.

ნანახია 357 ჯერ