Thursday, 11 May 2017 11:05

ახალი პროექტი დაბრუნებული მიგრანტებისათვის

   2017 წლის აპრილის თვიდან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ფონდ „აფხაზინტერკონტმა“ დაიწყო პროექტის განხორციელება:  „იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი,  ქვემო სვანეთში და სამეგრელო, ზემო სვანეთში“ დაბრუნებული  მიგრანტებისათვის–ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“.

პროექტის მიზანია:

ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრის, შემოსავლის გაჩენის, ეფექტიანი მხარდაჭრის გარემოსა  და სამშობლოში ჯანსაღი რეინტეგრაციის მდგრადი საფუძველის შექმნის ხელშეწყობა დაბრუნებული მიგრანტებისათვის.

  • ემიგრაციიდან  დაბრუნებული მიგრანტების შესაძლებლობების, საჭიროებებისა და მოთხოვნების გამოვლენა– ანალიზი, გენდერული მიდგომების პრიციპების დაცვით;
  • შემოსავლების წყაროებისა და საქმიანი – ინიციატივების, ახალი შესაძლებლობების  გამოვლენა,  მათი მხარდაჭერა, საჭირო    უნარ-ჩვევების ათვისებაში ხელშეწყობა, თემატური ტრენინგ–სემინარების და კონსულტირების მეშვეობით;
  • სოციალური პროექტების  ხელშეწყობა, მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი  პროექტების დაფინანსება.
  • ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური  რეინტეგრაცია, ახალ მოთხოვნებთან ადაპტაცია და საზოგადოებაში  სრულფასოვან წევრებად დაბრუნება;
  • ბენეფიციართა ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრა/მოგვარებაში დახმარება სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსებით, ასევე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კურსის  შეთავაზებით.
  • ბენეფიციართა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების  პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვაში დახმარების  გაწევით.

 

 

ნანახია 765 ჯერ