სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

     ფონდი „აფხაზინტერკონტი“ 2006 წლიდან აქტიურად მუშაობს სოფლად, ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობის და განვითარების საკითხებზე. განსაკუთრებით ეს საკითხი გახდა აქტუალური, როცა საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ იქნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც იძლევა  საქართველოს და ევროკავშირს შორის ბაზრის გახსნის საშუალებას.
    პროგრამის მიზანია:
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სოფლად   დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება,   პრესპექტიული დარგების დანერგვა, დემონსტრირება, ორგანიზაციის ფერმერთა  რესურს ცენტრების მეშვეობით  მოსახლეობის გაუმჯობესებელი მომსახურეობის და ექსტენციის გზით.

   ფონდ „აფხაზინტერკონტის“ (AIC) დარგში  არსებული  რესურსები  და  ტექნიკური შესაძლებლობები:
   ორგანიზაციას  საკუთრებაში გააჩნია   რეგისტრირებული უძრავი და მოძრავი ქონება:
*  ამბროლაურის  ფერმერთა მომსახურების რესურს ცენტრი, შენობის საერთო ფართი 390მ2 (საკონფერენციო დარბაზით, ბიბლიოთეკით, აგრო მაღაზიითა და ფერმერთა მრავალმხრივი საკონსულტაციო და საოფისე მომასახურებით);
*  ცაგერის რესურს ცენტრი, შენობის საერთო ფართი 110მ2 ( აგრო მაღაზიით, ფერმერთა მრავალმხრივი საკონსულტაციო და საოფისე მომსახურებით);
*  სასწავლო/სადემონსტრაციო ნაკვეთი - სასათბურე მეურნეობა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ს. გეგუთში, ბოსტნეული და  კენკროვანი კულტურების (მარწყვი, ჟოლო, მაყვალი) წარმოება – გადამუშავებაში;
     ორგანიზაციის მიერ  მომზადებული და გამოცემულია  3 ბროშურა თემაზე: – „როგორ დავიწყოთ და გავაძლიეროთ საკუთარი ბიზნესი“, 18 ბროშურა –  სოფლის მეურნეობისა და  აგრობიზნესის საკითხებში ( მეცხოველეობაში, მეხილეობაში, კენკროვანი კულტურების წარმოება – გადამუშავებაში).
    პროგრამის  ამოცანები და ძირითადი საქმიანობები: 
    ორგანიზაცია  ხელს  უწყობს სოფლად წარმოება–მოხმარების   პროცესის ერთიან ჯაჭვად შეკვრას,  თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში ჯანსაღი ინტეგრაციისაკენ  სწორ  სტრატეგიას, რომლისთვისაც  ახორციელებს  შემდეგ მომსახურებებს:
*  ფერმერთა, მიკრო და მცირე მეწარმეთა გადამზადება ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებში, საგანმანათლებლო ტრენინგები;
*  იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს სოფლის მეურნეობის დარგებში, აწყობს რეგიონალურ შეხვედრებს ადგილობრივ ფერმერებთან;
*  მეწარმეთა ვიზიტები საერთაშორისო სასოფლო - სამეურნეო გამოფენებზე;
*  სოფლად აგრო ტურიზმის განვითარების  ხელშეწყობა;
*  აწყობს  ქროს – ვიზიტებს (ქვეყნის შიგნით და გარეთ)  და სასწავლო–სადემონსტრაციო  ნაკვეთებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით;
*  ეწევა  დარგობრივ  კვალიფიციურ საკონსულტაციო  მომსახურებას;
*  ხელს უწყობს არსებული ტრადიციული ჯიშებისა და დარგების განვითარება–გაძლიერებას, სიახლეების   დანერგვის  კულტურას მოთხოვნადი პროდუქტის მოვლა– მოყვანაში;
*  ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC) აწარმოებს საინფორმაციო  გაზეთების, ბუკლეტების და ბიულეტენების მომზადება, გამოცემა და მიწოდებას სოფლად მცხოვრებლებზე;