კონფლიქტოლოგია და სამშვიდობო ინიციატივები

"მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, გექცეოდნენ"!
"არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა"!

    ორგანიზაცია 15 წელია მუშაობს მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაში საზოგადოების სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ფენის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით (ადამიანის უფლებებისა და ინტერესების დაცვის გათვალისწინებით) ,   საკუთარი წვლილის ხედვის საკითხებზე. ორგანიზაციის წევრები იყვნენ  და არიან არაერთი ქართულ–აფხაზური დიალოგების, მოლაპარაკებებისა და შეხვედრების მონაწილეები თურქეთში, დიდ ბრიტანეთში,  ჩეხეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში და სხვა.
პროგრამის მიზანი:
    შიდასახელმწიფოებრივი ძალადობრივი კონფლიქტების მიმდინარეობისა და მათი მოგვარების პრობლემების შესწავლის პროცესში ჩართულობა და საკუთარი წვლილის შეტანა კონფლიქტის ტრანსფორმაციაში – საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ და ასაკობრივ ფენებთან  თანამშრომლობით.

პროგრამის  ამოცანები:
*    საგანმანათლებლო ტრენინგების, სწავლებებისა და სემინარების ჩატარება კონფლიქტების მართვასა და ეფექტიან კომუნიკაციაში:
*    კონფლიქტის ესკალაციის პროცესის შეწყვეტის ორმხრივ შეხვედრებში, დიალოგებში,  მოლაპარაკებებში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში  მონაწილეობა; 
*    ახალგაზრდების შესაძლებლობებისა და როლის გაზრდა კონფლიქტის ტრანსფორმაციასა  და მშვიდობიან აქტივიზმში;