პროგრამა – იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობა და გაძლიერება

      1992–1993 და 2008 წლების ქართულ–აფხაზური და ქართულ – ოსური კონფლიქტების შედეგად ქვეყანაში  გაჩნდა დევნილთა – იძულებით გადაადგილებულ  პირთა (იგპ) ნაკადი, რომლებიც მწვავე გამოწვვევების წინაშე დადგა.
      ფონდი „აფხაზინტერკონტის“, როგორც საზოგადოებრივ  ორგანიზაციად დაფუძნების უპირველეს მიზანსა და მისიას წარმოადგენდა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის  სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, საცხოვრებელ ადგილებზე  მდგრადი თვითკმარობის უზრუნველყოფა და  ჯანსაღი  ინტეგრაციის ხელშეწყობა. 
      დევნილი საზოგადოება დღეისათვის ყველა იმ გამოწვევის წინაშე დგას, რომლის წინაშეც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იმყოფება. ამავე დროს, დევნილებს გააჩნიათ სპეციფიური პრობლემები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ მიდგომებს.
პროგრამის მიზანია:
      იძულებით გადაადგილებული პირებისათვის (იგპ) საჭირო უნარ–ჩვევების მიწოდება, მათი გააქტიურება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის, გადაწყვეტილებების მიღების, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ჯანსაღი თანამშრომლობით  საკუთარი პრობლემების მოგვარების პროცესებში.  იგპ–თა  სოციალურ–ეკონომიკურ ინტეგრაციაში ხელშეწყობა.
პროგრამის ამოცანებია:
*    იგპ–თა  საჭიროებებზე დაფუძნებული ახალი შესაძლებლობების, მიდგომების და ინიციატივების  მხარდაჭერა;
*     დევნილი ახალგაზრდებისათვის საჭირო უნარ–ჩვევებისა და ინფორმაციის მიწოდება – დახმარება  პროფორიენტაციასა და სამუშაოს პოვნაში;
*    იგპ–თა სამართლებრივი გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის მექანიზმებით;
*    სახელმწიფო სტრუქტურებთან  კომუნიკაციის გაუმჯობესება, როგორც დაინტერესებული მხარის, მათი გააქტიურება კონფლიქტის ტრანსფორმაციასა და სამშვიდობო ინიციატივებში;
*     დასაქმებისათვის  საჭირო უნარ–ჩვევების დაუფლება, მათი გაძლიერება და სოციალურ–ეკონომიკურ ინტეგრაციაში ხელშეწყობა:
*    დევნილთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვისათვის  შეღავათიანი ბიზნეს - გარემოს შექმნა, სწავლება მცირე ბიზნესისა და ადმინისტრირების საკითხებში.

View the embedded image gallery online at:
http://aic.org.ge/index.php/features/refugees#sigFreeIda9c2317866