სოციალური საწარმო

ფონდ "აფხაზინტერკონტთან“ არსებული სოციალური საწარმო „აგროდილერი“


        სოციალური საწარმო არის ბიზნესი, რომლის უპირველესი მიზანიც სოციალური ხასიათისაა და ახდენს მოგების რეინვესტირებას ბიზნესში თავისი სოციალური მიზნების მისაღწევად.
        „აფხაზინტერკონტის“  მთავარ ბენეფიციარებად რჩება სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოსახლეობა, მათ შორის ი.გ.პ. და ადგილობრივი მოწყვლადი ოჯახები, რომლებიც ძირითადად სახელმწიფო შემწეობაზე არიან დამოკიდებული. ამ მძიმე სოციალური ფენისათვის, ჩვენი ორგანიზაცია სამეწარმეო საქმიანობას ხედავს, როგორც პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზას, რაც  მოგვცემს შესაძლებლობას ამ ადამიანების დასაქმებით ხელი შევუწყოთ მათ  სოციალურ –ეკონომიკურ  ინტეგრაციას.
       სოციალური საწარმოს მიზანი:
       დასავლეთ საქართველოს  რეგიონში  შეჭირვებული დევნილი მოსახლეობის შესაძლებლობების  და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება, შემოსავლების გაზრდა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე  ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

       ორგანიზაციის ამოცანები:
1.    თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბაზარზე მოთხოვნადი სასოფლო სამეურნეო  ეკოლოგიურათ სუფთა პროდუქციის - ბოსტნეული და კენკროვანი კულტურების მოვლა, მოყვანა და გადამუშავება.
2.    სასწავლო სადემონსტრაციო  ნაკვეთების მოწყობა,  სწავლება, კონსულტირება.
3.    შეჭირვებული მოსახლეობის დასაქმება, სოციალურ ეკონომიკური ინტეგრაციასა და ცხოვრების  დონის  ამაღლებაში ხელშეწყობა.

       სოციალური საწარმოს მისამართი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. გეგუთი