სოციალური საწარმო

ფონდ “აფხაზინტერკონტთან“ არსებული სოციალური საწარმო „აგამა“
ფონდ „აფხაზინტერკონტის“ მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმო „აგამა“, ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ორგანიზაციისათვის, რომელიც, სურსათის უვნებლობის სპეციალისტების დასკვნით, ფაქტიურად აკმაყოფილებს მთავარ მოთხოვნებს. რაც ეხება სასოფლო სამეურნეო პროდუქტების წარმოებას და გადამუშავებას, ორგანიზაცია დარეგისტრირებულია როგორც საწარმო სუბიექტი.
საწარმოს სოციალური მისია.
ორგანიზაციის სოციალური საწარმოს განვითარება გაზრდის ჩვენს შესაძლებლობას მივიღოთ მონაწილეობა სოციალური პრობლემების მოგვარებაში, უფრო მეტი ბენფიციარი დავასაქმოთ და დავეხმაროთ სოციალურ–ეკონომიკურ ინტეგრაციაში;
მთავარი პროდუქციის აღწერილობა.
საწარმოს ძირითადი პროდუქტი: მარწყვი (Fragaria ananassa). საქართველოში წარმოებულ საგაზაფხულო ხილს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, პოტენციურად ყველაზე ძვირად ღირებული კულტურაა (საგაზაფხულო დღესასწაულებზე ყველაზე დიდი რეიტინგით სწორედ მარწყვის, მურაბა, ჯემი, ტორტი სარგებლობს, ასევე ნაყინი მარწყვით და სხვა დესერტები).
რაც შეეხება ეტიკეტს, ორგანიზაციას შემუშავებული აქვს წარმოების დასახელება, რომელიც შეთანხმებულია და დახვეწილია მარკეტინგის ექსპერტებთან. „აგამა“ , აფხაზურ ენაზე ნიშნავს – გემრიელს, უტკბილესს. პროდუქციის სლოგანია: „ჯადოსნური მარწყის მურაბა “ და „გემო რომელიც გენატრება“
სოციალური საწარმო არის ბიზნესი, რომლის უპირველესი მიზანიც სოციალური ხასიათისაა და ახდენს მოგების რეინვესტირებას ბიზნესში თავისი სოციალური მიზნების მისაღწევად.
„აფხაზინტერკონტის“ მთავარ ბენეფიციარებად რჩება სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოსახლეობა, მათ შორის ი.გ.პ. და ადგილობრივი მოწყვლადი ოჯახები, რომლებიც ძირითადად სახელმწიფო შემწეობაზე არიან დამოკიდებული. ამ მძიმე სოციალური ფენისათვის, ჩვენი ორგანიზაცია სამეწარმეო საქმიანობას ხედავს, როგორც პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ამ ადამიანების დასაქმებით ხელი შევუწყოთ მათ სოციალურ –ეკონომიკურ ინტეგრაციას.
სოციალური საწარმოს მიზანი:
დასავლეთ საქართველოს რეგიონში შეჭირვებული დევნილი მოსახლეობის შესაძლებლობების და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება, შემოსავლების გაზრდა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
ორგანიზაციის ამოცანები:
1. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბაზარზე მოთხოვნადი სასოფლო სამეურნეო ეკოლოგიურათ სუფთა პროდუქციის – ბოსტნეული და კენკროვანი კულტურების მოვლა, მოყვანა და გადამუშავება.
2. სასწავლო სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა, სწავლება, კონსულტირება.
3. შეჭირვებული მოსახლეობის დასაქმება, სოციალურ ეკონომიკური ინტეგრაციასა და ცხოვრების დონის ამაღლებაში ხელშეწყობა.
სოციალური საწარმოს მისამართი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. გეგუთი