მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა
ფონდი `აფხაზინტერკონტის~ მისიიდან გამომდინარე ორგანიზაცია პრიორიტეტს ანიჭებს დევნილი და ადგილობრივი შეჭირვებული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შემოსავლების ზრდას და მათ ჩართვას მიკრო და მცiრე ბიზნესში.
ორგანიზაციას გამოცემული აქვს 4 ბროშურა `როგორ დავიწყოთ და გავაძლიეროთ საკუთარი ბიზნესი~. დასაქმებული ჰყავს 2800–ზე მეტი ადგილობრივი შეჭირვებული და დევნილი. ჩამოყალიბებული აქვს 20-ზე მეტი მცირე საწარმო.
პროგრამის მიზანი:
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივ შეჭირვებული მოსახლეობის დასაქმება და თვითდასაქმება მცირე ბიზნესში, ფერმერულ მეურნეობებში, მდგრადი შემოსავლების მომტან საქმიანობებში. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ბენეფიციართა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით.
საქმიანობები:
• ტრენინგ სემინარები მიზნობრივი ჯგუფებისათვის მცირე ბიზნესის საფუძვლებში;
• ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები ბიზნეს გეგმის მომზადებაში;
• მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა შეღავათიანი სესხების გაცემით;
• პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობა;
• კერძო კომპანიების და ინდივიდუალური მეწარმეების მომსახურება, ორგანიზაციის ტექნიკური განვითარება, სამეწარმეო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
• სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ფერმერთა სწავლება–კონსულტირება და ინფორმირებულობა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, საკუთარი მეურნეობის დაგეგმარება და განვითარება;
• ვიზიტები საერთაშორისო გამოფენებზე და შეხვედრებზე