საგრანტო კონკურსი
საგრანტო კონკურსი
პროექტის დასახელება:
„სოფლად
მაცხოვრებელი მოწყვლადი ჯგუფების
შემოსავლების
გენერირება, ინოვაციური პროექტებისა და საარსებო
წყაროების ეფექტური გამოყენებით, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონებში“.
ფონდი “აფხაზინტერკონტი” და ჰუმანიტარული ინიციატივების და განვითარების ცენტრი, საერთაშორისო ორგანიზაციის GIZ მიერ დაფინანსებული პროექტის - „სოფლად
მაცხოვრებელი მოწყვლადი ჯგუფების შემოსავლების გენერირება, ინოვაციური პროექტებისა და საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენებით“ ფარგლებში
მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით
აცხადებს საგრანტო კონკურს.
პროექტის მიზანი:
ძნელად მისადგომ სამიზნე თემებში, ახალგაზრდების და სოფლად მცხოვრები ქალების შემოსავლების გენერირება, მათთვის გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფა ეფექტური კომუნიკაციის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და დაფინანსების მოპოვების გზით.
ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული
პროექტის “EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი” (CESL) მიზანია საქართველოს ოთხ რეგიონში
(გურია, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) მოსახლეობის შემოსავლების წყაროების გაუმჯობესება,
რაც ხელს შეუწყობს ამ რეგიონებიდან ადამიანების
თბილისში მიგრაციის შემცირებასა და თბილისიდან რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლის მოტივაციის გაზრდას.
აღნიშნულ პროექტს
GIZ-ის მხარდაჭერით, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს
ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC); პროექტის პარტნიორები
არიან: ჰუმანიტარული
ინიციატივების და განვითარების ცენტრი (HIDC), საქართველოს იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი.
საგრანტო კონკურსის მიზანია: სამიზნე
პროექტის გეოგრაფიული არეალი:
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები), იმერეთი ( ჭიათურის, ხარაგაულის, ტყიბულის, ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოს,
ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის
მუნიციპალიტეტები).
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის
მიღება:
1. იმერეთისა და
რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში, სოფლად მუდმივად მაცხოვრებელი ქალები და ახალგაზრდები 18-29 წლის ასაკის. (ახალგაზრდები შესაძლებელია ცხოვრობდნენ როგორც სოფლად, ასევე,
მუნიციპალურ ცენტრებში)
2. სამიზნე თემებში მცხოვრები ის პირები (სოფლად
მუდმივად მაცხოვრებელი ქალები, ახალგაზრდები სოფლად და მუნიციპალურ ცენტრებში
18-29 წლის ასაკის ), რომლებიც დაინტერესებული
არიან მიკრო და მცირე ბიზნესის წამოწყებით, გაზრდით და გაფართოვებით;
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა:
- „სოფლად
მაცხოვრებელი ქალი“, შეიძლება
ჩაითვალოს ის ქალი, რომლიც წელიწადის
12 თვიდან მინიმუმ 9 თვე ცხოვრობს სოფლად, იხდის გადასახადებს და ეწევა შიდა
მეურნეობას. ხოლო თუ ქალი ცხოვრობს
ისეთ მაღალმთიან სოფელში, რომელიც ზღის დონიდან 2000 მეტრზე მაღლაა, მაშინ
აუცილებელი მოთხოვნაა ცხოვრობდეს წელიწადში მინიმუმ 6 თვე.
- მათ შორის
შესაძლებელია იყვნენ:
Ø ადმინისტრაციული
ტერიტორიულ ერთეულებში (სოფლად)
მაცხოვრებელი შრომის უნარიანი 18-
65 წლამდე ასაკის ქალები;
Ø ეკონომიურად
და სოციალურად მოწყვლადი ქალები;
Ø დევნილი
ქალები;
Ø შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და შშმ შვილების დედები;
Ø მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები;
Ø ქალები, რომლებიც მართავენ ოჯახს/ ბიზნესს.
Ø ქალები, რომლებსაც აქვთ სურვილი აწარმოონ საკუთარი
საქმე/პროდუქცია და რომლებმაც ვერ მოიპოვეს დაფინანსება სხვა დამფინანსებელი
ინსტიტუციებიდან;
- „ახალგაზდები“,
შრომისუნარიანი
ახალგაზრდები 18-29 წლის ასაკის;
რომლებიც შეიძლება ცხოვრობდნენ სოფლად, ან, ურბანული ტიპის დასახლებაში,
მუნიციპალურ ცენტრებში;
Ø გააჩნია
ახალი, ან ინოვაციური ბიზნეს იდეა, უკვე მართავს ბიზნესს და სჭირდება გაძლიერება;
Ø ონლაინ სწავლების სტუდენტები. დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ან ახლად კურსდამთავრებული
ახალგაზრდები სამიზნე თემებიდან;
ვის არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა პროექტში:
Ø საჯარო სამსახურის თანამშრომლები;
Ø სკოლის პედაგოგები და საბავშო ბაღის
აღმზრდელები;
Ø მათ, ვისაც მიღებული აქვს ორი, ან,
ორზე მეტი საგრანტო დაფინანსება.
ბიზნეს გრანტების
გაცემის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
Ø
საგრანტო კონკურსის განაცხადის
Ø
Ø
პოტენციური ბენეფიციარების შერჩევა:
Ø
Ø
აპლიკანტების მიერ
სრული საგრანტო განაცხადის მომზადება და წარდგენა;
Ø
საგრანტო კომისიის სხდომის ჩატარება და საგრანტო კონკურსში
გამარჯვებულ აპლიკანტთა გამოვლენა;
Ø
საველე
Ø
შერჩეულ გრანტის
მიმღებებთან საგრანტო ხელშეკრულების
მინიშნება: აპლიკანტი, საბოლოო გამარჯვების
შემთხვევაში, ვალდებული იქნება დარეგისტრირდეს როგორც მეწარმე სუბიექტი.
დაფინანსების პირობები და ფარგლები:
თითოეული პროექტისთვის მოთხოვნილი მინიმალური თანხაა 2200, ხოლო მაქსიმალური 2400 ევროს ექვივალენტი ლარში, იმ პერიოდისათვის არსებული კურსის
მიხედვით. ბიზნეს განაცხადის დასაფინანსებელი თანხის ზუსტი რაოდენობა დამოკიდებული იქნება განმცხადებლის
რეალურ საჭიროებებზე, რომელიც მკაფიოდ უნდა იყოს დასაბუთებული ბიზნეს გეგმაში.
აპლიკანტების მიერ
პირველადი განაცხადების წარმოდგენა:
საგრანტო კონკურში მონაწილე აპლიკანტებს მოეთხოვებათ
მარტივი ფორმის პირველადი განაცხადის შედგენა. (განაცხადის ფორმა #1 თან ერთვის).
საგრანტო კონკურსში მონაწილე მსურველებმა უნდა
წარმოადგინონ პირველადი განაცხადი ელექტრონული
ფორმით შემდეგ მისამართებზე: [email protected] თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს "Business Grant 2024".
ხოლო ბეჭდური ან ხელით შევსებული განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია
შემდეგ მისამართებზე:
1.
2. იმერეთის რეგიონი: ქ. ქუთაისი,
ნინოშვილის #27, ფონდი „აფხაზინტერკონტის“
ოფისი:
პირველადი განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა:
2024 წლის 16 სექტემბერი ჩათვლით. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები
არ განიხილება.
კონსულტაციები:
დაინტერესებულმა პირებმა კითხვებისათვის შეუძლიათ მიმართონ შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე, ან ტელეფონზე:
I.
ქუთაისი: ზაზა ჩაჩავა, ტელ: 577 09 24
30
ამბროლაური:
თეონა ცერცვაძე ტელ: 598 24 47 89.
პირველადი
განაცხადის შეფასების
№ |
კრიტერიუმი |
განმარტება |
მაქსიმალური ქულა |
1 |
მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური აქტივების საჭიროების
შესაბამისობა |
მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური აქტივების მნიშვნელობა
- ადგილი, როლი და გამოყენების ინტენსივობა - ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული სამეწარმეო
საქმიანობის განხორციელებისა და გაძლიერებისათვის |
20 |
2 |
მაღალი მოტივაცია |
რამდენად დაინტერესებული და მოტივირებულია განმცხადებელი
განახორციელოს საქმიანობა |
20 |
3 |
განხორციელებადობა |
რამდენად ნათლად არის ჩამოყალიბებული საქმიანი წინადადების
საბოლოო მიზანი და ამასთან დაკავშირებით რამდენად შესწავლილია სამიზნე ბაზარი, პოტენციური
მომხმარებლები, კონკურენტები და სავარაუდო რისკები. საბაზრო კონიუნქტურის გათვალისწინებით,
რამდენად რეალისტურია ბიზნეს გეგმა |
20 |
4 |
მდგრადობა |
არსებული ინფორმაციის, პროგნოზებისა და საბაზრო კონიუნქტურის
გათვალისწინებით, რამდენად სიცოცხლისუნარიანია და პერსპექტიულია საქმიანი წინადადება,
მისი შემდგომი განვითარების ჭრილში |
20 |
5 |
მოწყვლადობა |
განმცხადებლის მოწყვლადობის და დაუცველობის დონე |
20 |
|
|
ჯამური მაქსიმალური ქულა: |
100 |