
მისია ხედვა
ორგანიზაციის მისია: ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოში მცირე მეწარმეობის და ფერმერული მეურნეობის მდგრად განვითარებას, ი.გ.პ. თა და შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მარგინალური ჯგუფების ინტერესების დაცვას.
ორგანიზაციის ხედვა: ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში მარგინალური ჯგუფები და შეჭირვებული მოსახლეობა გახდეს ეკონომიურად დამოუკიდებელი და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყნის თითეული მოქალაქეს თანაბრად მიეწვდომებოდეს ხელი კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებზე.
AIC მიზნები:
1. მცირე და სასოფლო-სამეურნეო
ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;
2. დევნილთა და შშმ
პირთა ინტეგრაცია, სოციალური რეაბილიტაცია და ადვოკატირება;
3. მოქალაქეთა ინტერესებისა
და უფლებების დაცვა, ახალგაზრდების წახალისება, იყვნენ უფრო აქტიური და ჩართულნი საქართველოში
მიმდინარე სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებში.
ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა:
• ტრენინგ-სემინარების
ჩატარება ბიზნესის ადმინისტრირებაში, სოფლის მეურნეობის მოწინავე ტექნოლოგიებში, ადვოკატირებასა
და ლობირებაში;
• თემის მობილიზება
და თემის განვითარება, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება;
• სოფლის მეურნეობის
განვითარება - პროფესიული გადამზადება, მცირე მექანიზაციის განვითარების ხელშეწყობა;
• სამუშაო ადგილების
შექმნა, სერვისების განვითარება დევნილთა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვს;
• ადვოკატირება და
ლობირება (ქალები, მარგინალიზებული ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოება და დევნილები).
• მიკრო და მცირე ბიზნესის
განვითარების ხელშეწყობა.