Preloader

კონსულტაციები


ბიზნეს საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის (BICC ) საქმიანობები:


1. კონსულტაციებს უწევს ბენეფიციარებს (როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს) მცირე და

საშუალო მეწარმეობის თემებზე, სწორი ბიზნეს იდეის შერჩევასა და გადაწყვეტილების

მიღებაში;

2. კონსულტაციებს უწევს მსურველებს ბიზნესის და მარკეტინგის საკითხებში, თანამედროვე

აგროტექნოლოგიების და კარგი პრაქტიკის დანერგვაში;

3. საექსტენციო და საკონსულტაციო მოსახურებას უწევს ფერმერებს, აწვდის მოთხოვნად

ინფორმაციას, ხელს უწყობს აგრარულ სფეროში ინოვაციების წახალისებას და შესაბამის

განვითარებას;

4. ტრენინგ სემინარებს ატარებს ბიზნესის ადმინისტრირების, ბიზნეს გეგმის მომზადების და

განაცხადების / აპლიკაციების შედგენაში;

5. ინფორმაციას აწვდის ბენეფიციარებს, რეგიონში მოქმედი იმ პროგრამების და პროექტების

შესახებ, რომლებიც მიმართულია საარსებო წყაროების შესაძლებლობების გამოყენებაზე,

დასაქმების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე.

ბიზნეს საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრმა, ბოლო 3 წლის მანძილზე დონორი

ორგანიზაციების: EU, USAID, ASB, , UNDP მხარდაჭერით გადაამზადა 350 - ზე მეტი ადგილობრივი

ბენეფიციარი ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებში, 120-ზე მეტი ბენეფიაციარი მცირე

საგრანტო პროგრამით დააფინანსა.