
მიმდინარე პროეტქები და საქმიანობები
საგრანტო პროექტი - „იმერეთის რეგიონში
დევნილი თემების, ამხანაგობების ორგანიზაციული
და ინსტიტუციური განვითარება, ახალგაზრდების
და ახალგაზრდა ოჯახების გრძელვადიანი მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფა“.
პროექტის
მიზანი:
Ø კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესება;
Ø იმერეთის რეგიონში დევნილი სამიზნე თემების ამხანაგობების ორგანიზაციული და ინსტიტუციური განვითარება, არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების
და ახალგაზრდა ოჯახების გრძელვადიანი მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
პროექტის ამოცანები:
1.
კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ დევნილთა კომპაქტურად
ჩასახლების ცენტრებში, ბენეფიციართა არსებული პირობების, საჭიროებებისა და მოთხოვნების გამოვლენა–
ანალიზი.
2.
დევნილთა კომპაქტური ცენტრების ამხანაგობების
გადამზადება ორგანიზაციულ და ინსტიტუციურ საკითხებში.
3.
მიზნობრივ
თემებში, უმეტესად ქალების და ახალგაზრდა
ოჯახების
(30 წლამდე) ახალი მიკრო ბიზნეს ინიციატივების გამოვლენა და
მხარდაჭერა.
4. დევნილთა ცენტრების
ადვოკატირების და ქრაუდფანდინგის, როგორც დაფინანსების მოპოვების ალტერნატიული
წყაროს მეთოდოლოგიების დანერგვა.
პროექტი ითვალისწინებს იმერეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში (ზესტაფონი, წყალტუბო, სამტრედია) დევნილი, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, ექვს კომპაქტურად ჩასახლების ცენტრში მუშაობას, რომლებშიც
ცხოვრობენ სულ 227 ოჯახი, 681 იძულებით გადაადგილებული პირი;
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) პროგრამის: "EU4Dialogue – კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში" - EU4Dialogue
პროგრამის ფარგლებში.
EU4Dialogue პროგრამა მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობენ დიალოგს, გარემოს და ხალხთა შორის კონტაქტს. პროექტი მოწოდებულია დაუკავშირდეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ყველაზე დაუცველ მოსახლეობას და გააუმჯობესოს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი. ყველა აქტივობა მიზნად ისახავს წინსვლას გენდერული თანასწორობისკენ, ბავშვებისა და ახალგაზრდების პერსპექტივების გაუმჯობესებას.
პროექტი: „სოფლად მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების
შემოსავლების გენერირება, ინოვაციური
პროექტებისა და საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენებით, იმერეთისა და
რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონებში“.
პროექტის მიზანი: ძნელად მისადგომ სამიზნე თემებში, ახალგაზრდების და სოფლად მცხოვრები ქალების შემოსავლების გენერირება, მათთვის გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფა ეფექტური კომუნიკაციის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და დაფინანსების მოპოვების გზით.
პროექტის ამოცანები:
Ø იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და
ქვემო სვანეთის რეგიონების მოსახლეობის ძნელად მისაწვდომი ჯგუფების -
ახალგაზრდების და სოფლად მცხოვრები
ქალების შემოსავლების გენერირება;
Ø გრძელვადიანი და მდგრადი
საარსებო წყაროების შესაძლებლობებით უზრუნველყოფა - ინფორმირებულობის, ეფექტიანი კომუნიკაციის, ახალი
ტექნოლოგიების / ინსტრუმენტების გამოყენებით
და დაფინანსების მოპოვების გზით;
Ø სოფლად, ადგილზე დასაქმების
პერსპექტივის სტიმულირება და მიგრაციის შემცირება, ახალგაზრდების სოფლად დაბრუნების
მოტივირება;
პროექტის პარტნიორი:
1.
ჰუმანიტარული ინიციატივების და
განვითარების ცენტრი (HIDC),
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის GIZ მიერ, პროექტის “EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი” ფარგლებში.