Preloader

გუნდი

                                              ფონდ „აფხაზინტერკონტის“  (AIC)  სლოგანი                        

                                                                                                 „ზრუნვა,  რწმენა და შრომა, კეთილდღეობისათვის!“ 

აღმასრულებელი დირექტორის  წინასიტყვაობა:

“ფონდი აფხაზინტერკონტი” (AIC) არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა საპროექტო საქმიანობებს ახორციელებს დასავლეთ საქართველოს ორ რეგიონში – იმერეთში, რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.

       სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის  25 წელზე მეტი  გამოცდილებით,  რომელიც დაფუძნებული და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებულია –  1998 წელს.

       ორგანიზაციის შექმნა განაპირობა იმ ადამიანთა საქმისადმი ერთგულებამ, რომლებიც დაიტერესებული იყვნენ, საზოგადოების, განსაკუთრებით შეჭირვებული (მარგინალური ჯგუფების) მოსახლეობის, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა თანადგომით, არსებული უმწვავესი პრობლემების - სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირის დაძლევით, საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაში საკუთარი წვლილის შეტანით.

AIC მიაჩნია, რომ ყველა მოქალაქეს თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებზე. აქედან გამომდინარე, როგორც ყველა არასამთავრობო, არაკომერციულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, AIC–საც გააჩნია საკუთარი მისია და ხედვა.

    ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC )კარგად ორგანიზებული, გამოცდილი და წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის შიდა ფაქტორების ერთობლიობა ქმნის მის შინაგან გარემოს, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის მიზნს, სტრუქტურას, ამოცანებს, ტექნოლოგიასა და კოლექტივს.

      AIC არის საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის წევრებსაც კარგად აქვ გაზრებული ორგანიზაციის მიზნები, რომელთა მიღწევაზეც არის ორიენტირებული მისი საქმიანობები, რათა მიიღონ სასურველი შედეგი.

         AIC  მიზნი აქტიური წვლილი შეიტანოს ღარიბი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, გახადოს არსებული მცირე ბიზნესი უფრო მდგრადი, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და ამით ხელი შეუწყოს ქვეყნიდან ახალგაზრდების მიგრაციის შემცირებას.

AIC–ის შიდა სტრუქტურა ეფექტურად არის ორგანიზებული და იგი წარმოადგენს ლოგიკურ ურთიერთობას მენეჯმენტის დონესა და ფუნქციურ სფეროებს შორის, სადაც ფუნქცია–მოვალეობები ისეა გადანაწილებული, რომ იგი იძლევა ორგანიზაციის მიზნებ ეფექტურად მიღწევის საშუალებას.

რაც შეეხება AIC–ის ამოცანებს, ეს არის იმ ძირითადი საქმიანობების ერთობლიობა, რომელთა წარმატებით განხორციელებაზეც არის დამოკიდებული მიზნის მიღწევის ეფექტურობა.

ორგანიზაციის შესასრულებელი ამოცანებია:

1. მცირე და სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა;

2. დევნილთა და შშმ პირთა ინტეგრაცია, მათი სოციალური რეაბილიტაცია და ადვოკატირება;

3.  მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვა, ახალგაზრდების წახალისება, იყვნენ უფრო აქტიური და ჩართულნი საქართველოში მიმდინარე სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებში.

        რაც შეეხება ტექნოლოგიას, იგი მჭიდრო კავშირშია ამოცანებთან და თავის თავში მოიცავს კონკრეტული საშუალებების, მათ შორის ტექნიკური (ავტომანქანა, ოფისი, საკონფერენციო დარბაზი, საოფისე ტექნიკა, ინტერნეტი/ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომა, და ა.შ.), ინსტრუმენტების, პროცესების, ოპერაციების, ცოდნის, უნარებისა და მეთოდების ქონას, რომელთა გამოყენებაც მიმართულია კონკრეტული ამოცანების შესრულებისაკენ, კონკრეტული პროექტის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად.

         ორგანიზაციის პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება  შემოსავლების გენერირების პროგრამა, რომელიც ერთ–ერთი მდგრადი და მრავლის მომცველი გახდა, რისი ხელშეწყობითაც, ათეული და ასეული ბენეფიციარი აძლიერებს საკუთარ ბიზნესს.

    ბოლო ათწლეულში  დატვირთვით ამოქმედდა სოფლის მეურნეობის განვითარების და ხელშეწყობის პროგრამა. რეგიონის მაღალმთიან და დაბალ ზონაში 800–ზე მეტმა წვრილმა ფერმერმა ისარგებლა ჩვენი მომსახურებით და  345–მა, დანერგა ახალი სასოფლო ტექნოლოგია,  გაეცნო სოფლის მეურნეობის ახალ მიღწევებს, ალტერნატიულ  და მომგებიან  დარგობრივ  მიმართულებებს.

       ეფექტურად მუშაობს თანამედროვე ტიპის ფერმერთა მომსახურების საინფორმაციო საკონსულტაციო რესურს – ცენტრები ქ. ამბროლაურში და ქ.ცაგერში, რომლებიც  ექსტენციის  ცენტრების სახეს ღებულობენ.  

     როგორც ცნობილია, სოციალურმა მეწარმეობამ საქართველოში  საკმაოდ დაიმკვიდრა ადგილი.  ჩვენმა ორგანიზაციამ  5 წელია, რაც  შექმნა სოციალური საწარმო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, სადაც წარმატებით მიმდინარეობს ეკოლოგიურად ჯანსაღი კენკროვანი კულტურების მოვლა–მოყვანა, წარმოება  და გადამუშავება.  საწარმოში დასაქმებული არიან აგრო–სპეციალისტები და მოწყვლადი ოჯახები.  საწარმო არის სტუდენტთა პრაქტიკის ობიექტი.     

    სფეროს განვითარებისა და გაძლიერების კუთხით, ძალზედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციის საგარეო კავშირები და პარტნიორები.  2010 წლიდან  „აფხაზინტერკონტი“ გაცვლით ვიზიტებს ახორციელბს  და პარტნიორობს  ისეთ  ორგანიზაციებთან, როგორიცაა – ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია “Nesehnuty”,  უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაცია “Ykraina, Polsha, Germania“, პოლონეთის მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია  KSWP. 

    „აფხაზინტერკონტი“ არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონალური ქსელების                ( R-CSN) და  საქართველოს დევნილთა ქსელ  „სინერგია“ –ს  წევრი ორგანიზაცია.

 

     მინდა, უღრმესი მადლობა  გადავუხადო   ჩვენი სერვისების მიმღებ ადამიანებს, ბენეფიციარებს,  ყველა დონორს, პარტნიორს, კოლეგას,  ვინც  მხარი დაგვიჭირა, თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობებების წარმატებებში, მის განვითარებაში და გავუზიარო ორგანიზაციის ბენეფიციართა მადლიერება, მიღებული მხარდაჭერისა და მომსახურებისთვის.

 

       საუკეთესო სურვილებით,

მომავალში კიდევ უფრო და უფრო დიდი წარმატებების მიღწევის რწმენითა და იმედით!

         

   ფონდ „აფხაზინტერკონტის“

აღმასრულებელი დირექტორი      

  არჩილ ელბაქიძე   



 AIC–ის კოლექტივი შეადგენს მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალთა ერთობას, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება და შესაბამისი უნარ–ჩვევები გააჩნიათ ორგანიზაციის წინაშე დასახული ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად და მის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, მათზე დაკისრებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესაბამისად განისაზღვრება მათი პოზიცია კონკრეტული პროექტის სტრუქტურაში, სადაც ორგანიზაციის ძირითადი ბირთვის, ანუ მენეჯმენტის განლაგება უმეტეს შემთხვევაში იგივე რჩება. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის კოლექტივის ძირითადი ბირთვი მრავალი წელია რაც ერთობლივად ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს.

   ორგანიზაციის თითოეული წევრი მკაცრად იცავს ორგანიზაციის შიდა განაწესს და სუბორდინაციას, რაც უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა შრომითი წარმატებების მიღწევა და მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის მოპოვება როგორც დონორი ორგანიზაციებისა და ბენეფიციარების მხრიდან, ისე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებს შორის.