
ორგანიზაციის ისტორია
ფონდი (AIC) დაარსდა 1998 წელს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია მცირე ბიზნესისა და ფერმერების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) და ადგილობრივ დაუცველ თემებში სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით;
AIC აქტიურად მუშაობს დასავლეთ საქართველოში, ძირითადად
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად სიღარიბის
დაძლევისა და სოციალურ-ეკონომიკური
ინტეგრაციის მიმართულებით. AIC-ის შემოსავლების გენერირების პროგრამა ასობით ბენეფიციარს
დაეხმარა თავიანთი ბიზნესის გაძლიერებაში. დონორების მხარდაჭერით, AIC-მა დაიწყო სოფლის
მეურნეობის განვითარების პროგრამები, რომლითაც 1000-ზე მეტმა მცირე ფერმერმა ისარგებლა
და გაეცნო ახალ ტექნოლოგიებს. გარდა ამისა, AIC ეფექტურად ახორციელებს ფერმის რესურს
ცენტრებს (FRC) ამბროლაურსა და ცაგერში, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს სთავაზობს კონსულტაციებს
და სხვა მომსახურებას.
ორგანიზაციამ 5 წელია, რაც
შექმნა სოციალური საწარმო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, სადაც წარმატებით
მიმდინარეობს ეკოლოგიურად ჯანსაღი კენკროვანი კულტურების მოვლა–მოყვანა, წარმოება და გადამუშავება. საწარმოში დასაქმებული არიან აგრო–სპეციალისტები
და მოწყვლადი ოჯახები. საწარმო არის სტუდენტთა
პრაქტიკის ობიექტი.
ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC ) კარგად ფლობს ინფორმაციას როგორც ზოგადად დასავლეთ საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ,
ასევე, იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ეხება
DCFTA-ს, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.
AIC არის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი.
ორგანიზაცია კარგად იცნობს სამიზნე რეგიონების
გეოგრაფიულ არეალს, მათი განვითარების რესურსებსა
და სპეციფიკას, მოსახლეობის შესაძლებლობებს
გამომდინარე თემის ტრადიციებიდან და დასახლების ადგილმდებარეობიდან.
ფონდ
„აფხაზინტეტკონტის“ მიერ რეგიონებში განხორციელებულია
72 - ზე მეტი მცირე და საშუალო პროექტი – მცირე,
საშუალო და აგრო ბიზნესის ხელშესაწყობად.
პროექტები მიმართული იყო შეჭირვებული მოსახლეობის,
სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების, ქალების და ფერმერების ხელშეწყობაზე, მათ სოციალურ
-ეკონომიკურ განვითარებაზე.
ორგანიზაციის ხელშეწყობით აღნიშნული რეგიონებიდან
16-მა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო
გამოფენებზე მიკრო, მცირე მეწარმეების და ფერმერული მეურნეობის სფეროში, თურქეთში, უკრაინაში,
აზერბაიჯანში და თბილისში.
ორგანიზაციას გააჩნია:
უძრავი ქონება:
1.
სათავო ოფისი და ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი ქ.
ქუთაისში;
2. ოფისი და აგრობზნეს-ცენტრი ამბროლაურში;
ძირითადი საშუალებები: - საოფისე თანამედროვე ავეჯი, ტექნიკა და აღჭურვილობა;
მაღალი გამავლობის ავტომობილები; სატრენინგო და საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, რესურს-ოთახი,
ინდივიდუალური სამუშაო კაბინეტები, შექმნილია სუფთა კომფორტული გარემო ( გათბობა -
გაგრილების სისტემები, სწრაფი ინტერნეტი, სმარტ მონიტორი), ორგანიზაცია იყენებს ციფრულ
ტექნოლოგიებს.
ოფისები მდებარეობს ცენტრალურ უბნებში ადვილად მისადგომ ადგილებში, ახლოს არის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა ((ბანკი, საკვები ობიექტები, ფოსტა, დასასვენებელი ღია სივრცეები, კულტურის ობიექტები, ადგილობრივი მერია და გუბერნია). დაცულია ოფისების და თანამშრომლების უსაფრთხოება, დაყენებულია სათვალთვალო კამერები, დაცულია სახანძრო უსაფრთხოება.