Preloader

პრეს-რელიზი



პრეს-რელიზი


პროექტის დასახელება: „სოფლად მაცხოვრებელი მოწყვლადი  ჯგუფების შემოსავლების გენერირება,  ინოვაციური პროექტებისა და საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენებით,   იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის,  ქვემო სვანეთის რეგიონებში.

 

პროექტის მიზანი: ძნელად მისადგომ სამიზნე თემებში, ახალგაზრდების  და სოფლად მცხოვრები ქალების შემოსავლების  გენერირება, მათთვის გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროებით  უზრუნველყოფა ეფექტური კომუნიკაციის,  ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და  დაფინანსების მოპოვების გზით.

პროექტის ამოცანები:

Ø  იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის  რეგიონების  მოსახლეობის ძნელად მისაწვდომი  ჯგუფების -  ახალგაზრდების და სოფლად მცხოვრები  ქალების   შემოსავლების გენერირება;

Ø  გრძელვადიანი  და  მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობებით უზრუნველყოფა - ინფორმირებულობის, ეფექტიანი კომუნიკაციის,  ახალი   ტექნოლოგიების / ინსტრუმენტების  გამოყენებით და დაფინანსების მოპოვების  გზით;

Ø  სოფლად, ადგილზე დასაქმების პერსპექტივის სტიმულირება და მიგრაციის შემცირება, ახალგაზრდების სოფლად დაბრუნების მოტივირება; 

პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი საქმიანობები:

Ø  პროექტის შესახებ ინფორმაციის  გავრცელება მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრების და  ადგილობრივი მასმედიის   მეშვეობით; 

Ø  საგრანტო კონკურსის  გამოცხადება, არა ნაკლებ 60 პოტენციური ბენეფიციარის შერჩევა;

Ø     ტრენინგ-სემინარები ბიზნესის მართვის და განაცხადის მომზადების მეთოდოლოგიაში,                  ( მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსური გათვლები, ბიზნესის სამართლებლივი ფორმები, გადასახადების ტიპები);

Ø  საგრანტო კონკურსში გამარჯვებული  45 აპლიკანტის გამოვლენა ( მათ შორის სოფლად მაცხოვრებელი ქალების, ახალგაზრდების, ახალგაზრდა ოჯახების), შერჩევა და დაფინანსება მცირე გრანტებით.    საშუალოდ 2300 ევრო ეკვივალენტი ლარებში.

Ø  ბენეფიციართა  მუდმივი ინფორმირებულობა, კონსულტირება  და დაკავშირება სხვა პოტენციურ დონორებთან.

პროექტის პარტნიორი:

1.       ჰუმანიტარული ინიციატივების და განვითარების ცენტრი (HIDC),

        პროექტი    დაფინანსებულია   ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის  GIZ მიერ,  პროექტის “EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი” ფარგლებში. 

ინფორმაციას საგრანტო კონკურსის შესახებ შეიძლება იხილოთ ლინკზე: https://jobs.ge/ge/ads/?view=jobs&id=571076

           საკონტაქტო ინფორმაცია:

 ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC) , ქუთაისი, ნინოშვილისქ. #27,  საკონტაქტო პირები:  არჩილ ელბაქიძე: ტელ: 599 17 08 05 (Email: [email protected]), ზაზა ჩაჩავა ტელ: 577 09 24 30 (E-mail: [email protected]).  ჰუმანიტარული ინიციატივების და განვითარების ცენტრი (HIDC), ამბროლაური, დ. აღმაშენებლის ქ. #24, საკონტაქტო პირი: თეონა ცერცვაძე, ტელ: 598 24 47 89, E-mail: [email protected],